უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლიერი ვარ პირადად აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის, ამ გადაწყვეტილების გამო. ეს იყო მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე ძლიერი სიგნალი.
რუსეთი, ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ომებს არ აწარმოებს, ან არ ექნება ფული, რომ ომები დაიწყოს. აშშ-ში ნავთობის იმპორტის აკრძალვა ტერორისტულ სახელმწიფოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაასუსტებს, რადგან ეს ყველაფერი კავშირშია თავისუფლებასთან, ეს ეხება მშვიდობის საკითხს, რომლისკენაც მსოფლიო წავა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს