საერთაშორისი სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე წერს.
"მოხარული ვარ, რომ ჯოანა კორნერი და გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეებად აირჩიეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების კანონის წინაშე გასამართლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია". წერს მარკ კლეიტონი