გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენს კოლეგებს შევახსენებთ, რომ ბელორუსში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდზე რუსულმა მხარემ წარმოადგინა კონკრეტული იდეები იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების თვალსაზრისით, უკრაინულმა მხარემ ეს დოკუმენტები კიევში წაიღო და დაგვარწმუნა, რომ მალე პასუხს მოგვცემდნენ. ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელორუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ევროპულ კონტინენტზე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი იყოს მხედველობაში მიღებული“, – განაცხადა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ: