დმიტრო კულება: მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე

მზად ვარ, სერგეი ლავროვს კვლავ შევხვდე მოცემულ ფორმატში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში. თუ სახელმწიფოს, რომელიც თავს გვესხმის, ომის გაჩერება არ უნდა, ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

ასევე წაიკითხეთ:

დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით