ერდოღანმა ბაიდენს განუცხადა, რომ ლავროვისა და კულებას შეხვედრის ორგანიზება დიპლომატიური გამარჯვებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს მათი კონფლიქტის გამწვავება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანმა ასევე განუცხადა ბაიდენს, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში, მნიშვნელოვანი იყო.

ბაიდენთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დიმიტრო კულება 10 მარტს, ანტალიაში შეხვდნენ.