აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ცნობილია, თანხიდან 6,5 მილიარდს პენტაგონი გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
“ჩვენ, უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრისთვის, ასევე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის მხარდაჭერისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ. ასევე ისეთი იარაღის გადასაცემად, როგორიცაა, Javelin-ები და Stinger-ები”, - განაცხადა სენატის წარმომადგენელმა ჩაკ შუმერმა.
სენატამდე დახმარების პაკეტს მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა, ახლა კი, მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.