საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ლადო კახაძეს, როგორც ექიმს, უკვირს, თუ რატომ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში შიმშილით სიკვდილთან დაკავშირებით.
ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით! - ასე მიმართა მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს.
„ახლა უნდა დავსვა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ - შიმშილით სიკვდილი, ექიმს ეს მიკვირს! რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ იატროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას! გთხოვთ, მე მაინც მითხარით ამხელა გამოცდილება მაქვს, ამდენი ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს - ჩვენთან შიმშილით სიკვდილით შემთხვევა არსებობს თუ არა, ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!“ - მიმართა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლადო კახაძემ.