რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ დაფინანსების შემცირებას გეგმავს

რუსეთი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებული რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

ვოლვაჩი 9 მარტს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობას შეხვდა. ვოლვაჩი აცხადებს, რომ ოკუპირებულმა რეგიონებმა თავიანთი ბიუჯეტების გასაზრდელად ინვესტიციები უნდა მოიზიდონ, რისთვისაც რეგულაციები უნდა გაამარტივონ და საინვესტიციო გარემო გააუმჯობესონ.


მისი თქმით, მომდევნო სამ წელიწადში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება.