„ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ხუთშაბათს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით“, - ამის შესახებ კრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რა თქვეს ამ შეხვედრაზე. ვინ ისაუბრა. ვინ გვიჭერდა მხარს და ვინ დუმდა. ვინ ცდილობდა, ჯერ კიდევ არასაკმარისი ფორმულირების შეტანას (განცხადებაში) უკრაინის, ევროპისა და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.