ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას აპირებს

რუსეთი აპირებს სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას, მათთვის უცხო მიწაზე ხალხის მოსაკლავად, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მტერს გაუჩნდა იდეა, მოეყვანა დაქირავებულები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ავაზაკები სირიიდან. ქვეყნიდან, რომელიც განადგურდა ისევე, როგორც ახლა, დამპყრობლები ანადგურებენ მარიუპოლს და ხარკოვს, ოხტირკას და ჩერნიგოვს, ვოლნოვახას და იზუმს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.