რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ