თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა

ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი