დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, ახალი „მერი“ დანიშნეს. ახალი „მერი“ მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან"“, გალინა დანილჩენკო გახდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დანილჩენკო სატელევიზიო მიმართვაც ჩაწერა და განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. მელიტოპოლი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.