NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ ასეთი ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული, Reuters-ის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ამ თემაზე გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ისაუბრა.
„ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, - ციტირებს სტოლტენბერგს Welt am Sonntag-ი. სტოლტენბერგის თქმით, კრემლი ცრუ საბაბებს ქმნის.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მანვე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შეჭრას, უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს
ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს
თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს