საუდის არაბეთში, 24 საათის განმავლობაში, სიკვდილით 81 კაცი დასაჯეს, მათ შორის, შვიდი იემენელი და ერთი სირიის მოქალაქეა. იტყობინება Reuters-ი. ეს სამეფოში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მასობრივი სიკვდილით დასჯაა.
„ეს პირები გასამართლდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის. ამასთან, მათ დანაშაულთა შორისაა ისეთი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი ერთგულების აღთქმა, როგორებიცაა ISIS-ი, „ალ-ქაიდა“ და სხვა. ბრალდებულებს ჰქონდათ ადვოკატის აყვანის უფლება და გარანტირებული იყო ყველა უფლება სასამართლო პროცესის დროს”, - ნათქვამია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.