სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი იწყებს კონსტრუქციულ ჩართულობას. ამის შესახებ BBC იუწყება.
„რუსეთი ახლა ბევრად უფრო ადეკვატურად აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამყაროს. ის გაცილებით მგრძნობიარეა უკრაინის პოზიციის მიმართ, რაც დადასტურდა ბრძოლის ველებსა და უკრაინის ქმედებებში მისი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
„ჩვენი წინადადებები მაგიდაზეა და არის ძალიან მკაცრი. პირველ რიგში, ეს ეხება ჯარების გაყვანას, ცეცხლის შეწყვეტას და ა.შ. პრინციპში, ჩვენ არცერთ პოზიციას არ დავთმობთ, რუსეთს ეს უკვე ესმის. რუსეთი იწყებს კონსტრუქციულ საუბარს“, - აღნიშნავს პოდოლიაკი.
BBC-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ვენდი შერმანმაც განაცხადა, რომ რუსეთი აჩვენებდა არსებით მოლაპარაკებებში ჩართვის ნიშნებს. მაგრამ არც ერთი მხარე არცერთი მხარე არ აზუსტებს, თუ სად იყო მიღწეული პროგრესი, ჰუმანიტარულ საკითხებსა თუ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა უფრო პესიმისტური კომენტარი გააკეთა და ფრანგულ რადიოს განუცხადა, რომ ომი ხანგრძლივი იქნებოდა და „ყველაზე უარესი წინ გველოდა“.
ასევე წაიკითხეთ