უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „რუსული ძალები კლავენ ბავშვებს“. დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მსოფლიომ „საბოლოოდ გაახილა თვალები“ ვლადიმერ პუტინის რეალურ ზრახვებზე და ამბობს, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა განაცხადა, რომ რუსული ძალები „იქცევიან ტერორისტებივით“.
„ისინი ბომბავენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს. ბავშვებს კლავენ. მძევლები აჰყავთ იღებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იტაცებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა დენის შმიგალმა