შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას

„მინდა, მადლობა გადავუხადო დიმიტრი ხუნდაძესა და დავით სერგეენკოს იმ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისთვის, რომელიც პარლამენტმა საკუთარი ძალებით - დეპუტატების, აპარატის თანამშრომლების შემოწირულობებით შეაგროვა და პირველი პარტია უკრაინაში უკვე გავაგზავნეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება.

„გახსნილია სპეციალური სახაზინო ანგარიში, სადაც შეგიძლიათ როგორც დეპუტატებს, ისე აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის სახელით, შევაგროვოთ გარკვეული თანხა და ჰუმანიტარული დახმარების შემდეგი ნაწილი გავგზავნოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საკუთარი ძალებით უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას

ილია მეორი: ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა