საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს

"საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესმა რადამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.

„ჩვენი ძლიერი და შესანიშნავი ქვეყანა კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზია 2022-ზე! მიუხედავად ბრძოლისა, KALUSH-ი ჩაწერს თავის გამოსვლას უსაფრთხო ადგილას, რომელიც გადაეგზავნება კონკურსის ორგანიზატორებს და მაისისთვის, ოკუპანტებზე ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება იტალიაში და ცოცხლად იმღერებს ევროპის წინაშე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.