„ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის“, – აღნიშნულის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში. აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.