რუსეთმა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ევროპის მოქალქეებს, რომლებსაც მოსკოვში სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად" მიიჩნევენ, თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა.

თუ ვის დაუწერსეს სანქციების, ცნობილი არ არის. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

როგორც კრემლის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.

„ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იქვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთი სამაგიერო სანქციების შემოღებას აპირებდა.

გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომელთა ლაბორატორიებმა მიაგნეს ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ კვალს. შხამის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც. აღნიშნული ორგანიზიაც რუსეთმა 21 დეკემბერს ცალკე განცხადებაში გააკრიტიკა. .

ელჩები სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ნავალნიმ გამოაქვეყნა თავისი საუბრის ჩანაწერი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნავალნის უთვალთვალებდნენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის ეფ-ეს-ბე-მ განაცხადა, რომ ჩანაწერი ფალსიფიკაციაა. რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია თავისი ვერსია, რა დაემართა ნავალნის 20 აგვისტოს.