ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში, NATO-ს საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელს NATO-ს სამიტზე დასასწრებად ეწვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი განიხილავს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას NATO-ს მოკავშირეების მიმართ".


NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ.

„განვიხილავთ შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, - წერს იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.