მიხაილო პოდოლიაკი: ფუნდამენტური წინააღმდეგობებია, მაგრამ არის ადგილი კომპრომისებისთვის

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესი 16 მარტს გაგრძელდება. 

„ძალიან რთულ მოლაპარაკებების პროცესს ხვალ გავაგრძელებთ. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ რა თქმა უნდა, არის კომპრომისებისთვის ადგილი. შესვენებების განმავლობაში, მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.