იაპონელმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ფუჯის მთასთან პირველი ერთობლივი სადესანტო და საბრძოლო მომზადების წვრთნები ჩაატარეს. იაპონია ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და აძლიერებს შესაძლებლობებს, გადახედავს თავის ძირითად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ახლა უკვე რუსეთის საფრთხის წინაშე.
იაპონიის სწრაფი განლაგების სადესანტო ბრიგადის 400-მა წევრმა და 600 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, რომლებიც სამხრეთ იაპონიის კუნძულ ოკინავაზე არიან განლაგებულნი, ერთობლივად ახორციელებდნენ ამფიბიურ და საბრძოლო ოპერაციებს თვითმფრინავების (Osprey), ამფიბიური გემების, ჯავშანტექნიკის და M777 ტიპის არტილერიის გამოყენებით.