უკრაინის ომი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად, საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტყობინება CNN.
მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინიდან და რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობის გამო.
- „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაუმკლავდება ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა შოლცმა.
გერმანიას ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. შოლცმა და მეფე აბდულამ დაგმეს ომი უკრაინაში და მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ყველა საბრძოლო ოპერაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები". შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.