საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში გამგზავრებას ამ ეტაპზე არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უკრაინაში გამგზავრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ვიზიტი შეიძლება დაიგეგმოს, როგორც კი ის გამოსადეგი აღმოჩნდება კრიზისის მოსაგვარებლად.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს: თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია