უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა.
„ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად.
„დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ