მელიტოპოლის მერი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დატყვევებული მელიტოპოლის მერი თავისუფალია. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ივან ფედოროვი უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უკრაინა ითხოვდა მელიტოპოლის მერის დაუყონებლივ გათავისუფლებას.
 
 
 
"მელიტოპოლის მერის დატყვევება არის დანაშაული არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული საზოგადოების და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული თავად დემოკრატიის წინააღმდეგ. თუ თქვენ იქცევით „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსგავსად, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან რაიმეზე ლაპარაკს? ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ურთიერთობენ მოსკოვთან", - ამბობდა ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.

 
ასევე წაიკითხეთ