უკრაინა მიუერთდა სისტემა ENTSO-E-ს და ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების გაერთიანება დასრულდა. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროპაში, ხოლო ევროპიდან უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის წევრებს, პირადად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კარდი სიმსონს და ყველას, ვისი დახმარებითაც გვაქვს ერთიანი ენერგოსისტემა,“- წერს ზელენსკი.
აქვე წაიკითხეთ
ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა