აშშ-მ შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
მათივე ცნობით, ჯგუფი მოიცავს წარმომადგენლებს ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ევროკომისიიდან და აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან.
„ჩვენმა სანქციებმა, ვაჭრობაზე შეზღუდვებმა და სხვა ზომებმა უკვე დაუწესა მნიშვნელოვანი ხარჯები რუსეთს, მის ხელისუფლებას და მათ ვინც დაუშვა პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, REPO-ს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილა მოქმედების ეფექტური გზები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჯგუფის ძალების გაერთიანება და რუსეთისთვის კოლექტიური ფინანსური სანქციების დაწესება, ისევე როგორც ურთიერთდახმარება თითოეული ქვეყნის იურისდიქციაში სამიზნე აქტივების აღმოჩენასა და გაყინვაში.
ასევე წაიკითხეთ:
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News