"ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს, როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
მისი თქმით, კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, კანონს არღვევენ.
"ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მათ ზურგზე გადადის თუნდაც ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გვძინავს და გადავადგილდებით ქუჩებში.
ხშირად, როდესაც მანქანით მიწევს სიარული, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში, ვხედავ, რომ ადამიანები დგანან და ქუჩაში ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბუნებრივია, იმ ადამიანებს კიდევ, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რეალურად, ღამეები არ ძინავთ იმისთვის, რომ აგვაცილონ კრიმინალური შემთხვევები ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცულნი კონკრეტულად პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - განაცხადა კახიშვილმა.
კახა კახშივილმა გაწეული საქმიანობისთვის ყველა პოლიცელს მადლობა გადაუხადა.