კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ

„ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • „ძალიან კარგი განხილვა გვქონდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინისა და კრემლის მიერ წამოწყებული ტრაგიკული ომი. ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ბავშვების, ომმა, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემი შეხვედრები ვაშინგტონში და ის მხარდაჭერა, რომელსაც ვაშინგტონი გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა გამოვხატოთ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ

კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

კელი დეგნანი: არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ