პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო დატოვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საქართველო დატოვა. პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ამასთან, ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს.

ასევე წაიკითხეთ:

მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის

პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია

მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს