NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.
ასევე წაიკითხეთ: