ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ-ით შემცირდა

"კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება, 1 წლის განმავლობაში, 200 მლნ. ლარით შემცირდა", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბრისთის კი დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.

„ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარად მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. შედარებისთვის, თუ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მლნ.ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის, დავალიანება იქნება არაუმეტეს 160 მლნ. ლარისა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ თქმით, ჯანდაცვის სერვისების სტრატეგიული შესყიდვები, მონიტორინგი და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუციის შექმნა ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია.

]