უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ავსტრალიამ და იაპონიამ რუსეთთან მიმართებით სანქციები გააფართოვა. ახალმა ზელანდიამ კი შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ავსტრალიის ხელისუფლებამ ასევე სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს ოლეგ დერეპისკას, ვიქტორ ბექსელბერგს, 11 ბანკსა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს.
ამასთან ახალმა ზელანდიამ თავის პირველ პაკეტში ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. კერძოდ სანქციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 12 წევრს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს და შესაბამისად ახალ ზელანდიაში მათი აქტივებიც გაიყინება. შეზღუდვები ეხება ასევე 300 პოლიტიკოსს, სამხედროებს და 19 ორგანიზაციას.
იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში რუსეთის კიდევ 19 ორგანიზაცია და 15 მოქალაქე შეიყვანა. ამასთან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და სენატორი სულეიმან ქერიმოვი.
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის