იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე რუსი ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვის €105 მილიონად შეფასებული ქონება „დააპატიმრეს“ ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.
2022 წლის მარტში მორდაშოვის აქტივები, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და უმდიდრესი ადამიანია იტალიაში უკვე მეორედ გაყინეს. 4 მარტს იტალიის პოლიციამ მისი 65 მეტრიანი იახტის (Lady M) კონფისკაცია მოახდინა. იახტის ღირებულება €65 მილიონია.
56 წლის მორდაშოვის ქონება $29,1 მილიარდადაა შეფასებული.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის