რუსეთის შეიარაღებული ძალები, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით განთავსებული სამხედრო ტექნიკის გარშემო სანგრებს თხრიან და სიმაგრეებს აგებენ. ინფორმაციას CNN-ი Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალ სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ გათხრილი ორმოები, განლაგებულია რუსების პოზიციებზე სოფელ ოზერასა და გოსტომელში, ასევე ანტონოვის აეროპორტის გარშემო.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს