გერმანულმა კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია შესაძლოა საომარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა Bosch-ის მიერ დამზადებული ნაწილები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინიტრომ Bosch-ის წინააღმდეგ რუსეთის ბაზარზე ორმაგი გამოყენების ნაწილების ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია.
ასევე წაიკითხეთ
კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის
ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.
ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის