პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.
მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“.
მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის