საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ

რუსი კოსმონავტები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე, ტრადიციული ცისფერი ფორმის ნაცვლად, უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ცნობით 3 რუსი კოსმონავტი საერთაშორისო კოსმუსურ სადგურზე ახლახანს ჩავიდა. უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუს კოსმონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები თბილად დახვდნენ. 

კოსმონავტებს კაშკაშა ყვითელი კოსმოსური კოსტუმები ეცვათ ლურჯი დეტალებით, რითაც მათ უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს