საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.
საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.