ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც „კვამლის ფარდას“, რათა კიდევ უფრო მეტი „საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს.
„რუსები ცრუობენ, ცრუობენ და კიდევ ერთხელ ცრუობენ. ვშიშობ, რომ მოლაპარაკებები დივერსიისა და „კვამლის ფარდის“ შექმნის მორიგი მცდელობაა. რაც აქამდე ვნახეთ, იყო მცდელობა, რომ რუსებს გადაჯგუფების საშუალება მისცემოდათ", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებს მოლაპარაკებებს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარების გაყვანას ან რაიმე სერიოზულ წინადადებას მოლაპარაკების მაგიდაზე. როდესაც ქვეყანა სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვით არ უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა ტრუსმა.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში მუდმივად გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ