უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი.
„პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ, ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი „რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე“