კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"თუ ჩვენ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი