"აშშ-მა საუდის არაბეთს, ამ თვეში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტები გაუგზავნა", - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტების გადაცემა შესრულდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუდის არაბეთმა შეძლოს ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების დაჯგუფების სარაკეტო და დრონების თავდასხმებისგან თავდაცვა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთი აშშ-ს გასული წლიდან სთხოვდა Patriot-ის სისტემის რაკეტებს.