ევროკავშირი ქვეყნებს ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეეცდება, კოორდინაცია გაუწიოს დიდ ბრიტანეთთან კავშირების შეზღუდვას, მას შემდეგ, რაც ათობით ქვეყანამ ბრიტანეთში მოგზაურობა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო შეაჩერა.
ევროკომისიამ ქვეყნებს ურჩია, მოხსნან შეზღუდვები და განაახლონ აუცილებელი მოგზაურობები.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავისუფლად შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ საკუთარი წესები საზღვრის კონტროლის შესახებ და შეიძლება გააგრძელონ საკუთარი პოლიტიკა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, რის გამოც ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა.
ევროკომისიის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაცია მისცეს ხალხს, გაემგზავრონ თავიანთ საცხოვრებელ ქვეყანაში, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიკეთებნ Covid-19-ის ტესტს ან თვითიზოლაციაში იქნებიან.