გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსული სახელმწიფო კომპანიის Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების - Gazprom Energy-სა და Marketing & Trading Retail-ის დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprom Energy ქვეყნის მასშტაბით 30 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ემსახურება.
ამასთან, მთავრობის განმარტებით, გაერთიანებული სამეფო ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან მისი წილი მიწოდების საერთო მოცულობაში 4%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში, Gazprom Energy-ს წილი საკმაოდ მაღალია და ის 20%-ს აღწევს.
ახალი ამბები
უცხოეთი
გაერთიანებული სამეფო Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს
ვიქტორია ქათამაძე 2022-01-01 0:00:00ფოტოს წყარო: Google