მომავალ კვირას პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს სახელმწიფო გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის შეფასება, ეს ითქვა ცალსახად, ეს იქნება თანაბრად სწრაფი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც.
რაც შეეხება ვიზიტებს, არაერთი ვიზიტი განხორციელდა და მომავალ კვირას მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს არის რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.