მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს პირველი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ cnbc წერს.
მასკმა 30 მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებს გერმანიაში დამზადებული Tesla ცეკვით წარუდგინა.
2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.
ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია.
Forbes ბოლო მონაცემით, ილონ მასკის ქონება $266 მილიარდს აღემატება.